ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის განრიგი იცვლება – გრაფიკის ცვლილება ზაფხულის სეზონს უკავშირდება
შავი ზღვისპირა ქალაქში, ბათუმში დღეიდან 17 ივნისიდან, მუნიციპალური ტრანსპორტი დილის 7 საათიდან ღამის 12 საათამდე იმოძრავებს.
როგორც kalaki.ge-ს ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განუცხადეს, გრაფიკის ცვლილება და სამუშაო დროის გაზრდა, ზაფხულის სეზონს უკავშირდება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტი ბათუმისთვის დამატებით 100 ახალი მიკროავტობუსისა და 25 ავტობუსის შესყიდვას გეგმავს.