როდის დასრულდება ბათუმში ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივნის სრული რეაბილიტაცია
ბათუმში, ზღვისპირა ქალაქში, ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივნის სრული რეაბილიტაცია და საფეხმავლო-სახიდე გადასასვლელების მშენებლობა დასკვნით ფაზაშია.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გმირთა ხეივნის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, უკვე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სარწყავი სისტემა, სავალი ნაწილის ბეჭდური ბეტონი, საფეხმავლო ბილიკები, კომერციული და მოსასვენებელი სივრცეები, დამონტაჟდა გარე განათების დეკორატიული ლამპიონები, შადრევნები და ველოსადგომები. გარდა ამისა, ხეივანში დეკორატიული საყვავილეები განთავსდა, ინსტალაციები, სკამები, ურნები და თანამედროვე ტიპის, ელექტრო მოწყობილობების დამტენებით აღჭურვილი, მოსასვენებელი გადახურული სივრცეები.
აღსანიშნავია, რომ ქალაქის ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ, 1 კმ სიგრძის გმირთა ხეივანი, მძიმე მდგომარეობაში იყო, ახალი პროექტი კი მისი რეაბილიტაციის გარდა განვითარებასაც ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 23.8 მილიონი ლარით დაფინანსდა.