European Best Destinations – ის ინფორმაციით ბათუმი ევროპის საუკეთესო საინვესტიციო ქალაქებს შორისაა

საერთაშორისო პლათფორმამ European Best Destinations - ზე რომელიც ყოველწლიურად ევროპის საუკეთესო მიმართულებებს ადგენს, ბათუმმა მე - 3 ადგილი დაიკავა. შევი ზღვისპირა ქალაქს ათეულში მონაკო და ჟენევა უსწრებს.

European Best Destinations – ის ინფორმაციით ბათუმი ევროპის საუკეთესო საინვესტიციო ქალაქებს შორისაა

“რომელია ევროპის საუკეთესო ქალაქები ინვესტიციებისთვის? აქ არის საუკეთესო გზამკვლევი ევროპაში ინვესტირებისთვის საუკეთესო მიმართულებების შესახებ, რომელიც დაფუძნებულია ისეთ კრიტერიუმებზე, როგორიცაა საგადასახადო შეღავათები, ფასი კვადრატულ მეტრზე, მზიანი დღეები, უნივერსიტეტთან, აეროპორტებთან და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან სიახლოვე, მწვანე ფართობის რაოდენობა მ2-ზე, სამეწარმეო თავისუფლების ინდექსი და ბედნიერების ინდექსი.” – ნათქვამია European Best Destination-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებში.

აღსანიშნავია, რომ European Best Destination ინვესტორებს, რომლებიც ფლობენ კაპიტალს ევროპის ქვეყნებში ინვესტირებისთვის 10 ქალაქს სთავაზობს.