ბათუმში ქარიშხალი მძვინვარებს – ძლიერი ქარი, სახლის სახურავებს ხდის, დაზიანებულია ავტობუსის გაჩერები და ქუჩებში დამონტაჟებული კონსტრუქციები, სტიქიის მიზეზით ქობულეთში მამაკაცი გარდაიცვალა
28 მარტის საღამოს, ბათუმში ძლიერი ქარიშხალი დატრიალდა, ქარის სიმძლავრე წამში 18 მეტრს აღემატება. ზღვისპირა ქალაქში დღის განმავლობაში თბილი ამინდი იყო, ხოლო საღამოს ცივი ჰაერის მასებმა პროგნოზი შეცვალა. ბათუმელები სოციალურ ქსელში, ვიდეო-კადრებს ავრცელებენ, სადაც ჩანს სტიქია, როგორ აზიანებს ყველაფერს.
სოციალური ქსელის Twitter-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, გაავრცელა კადრები, რომლშიც ჩანს მაღალსართულიანი კორპუსიდან როგორ ვარდება სახურავი.
В Батумчике сегодня уютно pic.twitter.com/YI6ZU1BO2m
— Pretentious Beaver (@dmrlx) March 28, 2023
ასევე გავრცელდა ვიდეო სადაც, აღელვებული ზღვა ჩანს
გარდა ამისა, ადგილობრივები ავრცელებენ ინფორმაციას, დაზიანებული ავტობუსის გაჩერებების, მაღაზიების, სანაგვე ურნებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ. როგორც მეტეოროლოგები იუწყებიან, ქარის სიმძლავრე დილით შემცირდება, თუმცა დაბალი ტემპერატურა და წვიმიანი ამინდი კვირის ბოლომდე გასტანს.
დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ სტიქიამ ქობულეთში მამაკაცის სიცოცხლე შეიწირა. დაღუპვის მიზეზი ძლიერი ქარი გახდა, სტიქიამ ხე წააქცია, რომელიც იმ მანქანას დაეცა, რომელში მამაკაცი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ადგილზე გარდაიცვალა.