ბათუმი-ერევნის სამგზავრო მატარებელი 24 ივნისიდან შეასრულებს რეისებს

“სამხრეთ კავკასიის რკინიგზის” ინფორმაციით, ბათუმი-ერევნის სამგზავრო მატარებელი რეისებს 24 ივნისიდან შეასრულებს.

ბათუმი-ერევნის სამგზავრო მატარებელი 24 ივნისიდან შეასრულებს რეისებს

”დადგა ზაფხული, დასვენების სეზონი! გაატარეთ შვებულება შავი ზღვის სანაპიროზე და დასასვენებელ ადგილზე მოხვედრაში ჩვენ დაგეხმარებით! 24 ივნისიდან ერევანი-ბათუმი-ერევნის მარშრუტზე მატარებელი ყოველ მეორე დღეს იმოძრავებს! პირობებისა და მატარებლების განრიგს შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე გაეცნოთ“, – ნათქვამია სომხური კომპანიის განცხადებაში.

სომხეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა 14 ივნისს აღდგა. ის სომხეთის ჩრდილოეთი საზღვრისპირა რაიონებში დამანგრეველმა წყალდიდობამ შეაფერხა, რის შედეგადაც რკინიგზის 2-კილომეტრიან მონაკვეთზე მეტი დაზიანდა“, იუწყება „არმენპრესი“.