ბათუმში, ბულვარში ველობილიკის შესაკეთებლად და შესაღებად 1,9 მილიონი ლარი დაიხარჯება
ორმილიონიანი პროექტი, რომელიც ბათუმში ბულვარში უნდა განხორციელდეს, ველობილის შეკეთებასა და შეღებვას გულისხმობს.
ზღვისპირა ქალაქში ველობილიკი, მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურად რჩება, რადგან სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, ბათუმი ერთადერთია სადაც ველოტრასა მსგავსი მასშტაბისაა.
ახალი პროექტის დასაწყებად ორი მილიონის დახარჯვას, ადგილობრივების უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან სოციალურ ქსელში ბათუმელები წერენ, რომ ორი მილიონი უმჯობესია სოციალურ პროექტებზე დაიხარჯოს.
ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ველობილიკის ამორტიზებული მონაკვეთების დემონტაჟი, დარჩენილ ნაწილზე საღებავის მოცილება და ტერიტორიიდან ნარჩენების გატანა კომპანიამ თებერვლამდე უნდა უზრუნველყოს.
აღსანიშნავია, რომ რებაილიტაცია 2024 წლის 27 მაისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს, რადგან სეზონის გახსნამდე ქალაქი სტუმრების მისაღებად დახვდეს.