ბათუმში ახალაშენებული საცხოვრებელი ბინების ფასმა 13%-ით მოიმატა
Colliers-ი ახალ კვლევას აქვეყნებს, რომლიც ზღვისპირა ქალაქის უძრავი ქონების სტატისტიკას მიმოიხილავს. დოკუმენტის მიხედვით წინა წელთან შედარებით, ზღვისპირა ქალაქში ფასები ახალ აშენებულ ბინებზე 13%-ითაა გაზრდილი.
Colliers Georgia-ს მიმოხილვის მიხედვით, 2023 წლის დეკემბერში ბათუმში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 33%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის დეკემბერთან შედარებით მაჩვენებელი 35%-ით შემცირდა.
“2023 წლის დეკემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 1,203 ერთეული შეადგინა და წინა წლის დეკემბერთან შედარებით 33%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა 31%-ით, 55 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული. ” ნათქვამია colliers-ის კვლევაში.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა სხვადასხვა კვლევის თანახმად შემცირებულია.