რამდენად სუფთაა აჭარის სანაპირო ზოლში შავი ზღვის წყალი, რას ამბობენ სპეციალისტები და რა აჩვენა კვლევამ

ზღვის სეზონის დაწყებისთანავე, აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წლის მონიტორინგი განხორციელდა, კვლევის მიხედვით წყლის ხარისხი ყველა დადგენილ ნორმას შეესაბამება.

რამდენად სუფთაა აჭარის სანაპირო ზოლში შავი ზღვის წყალი, რას ამბობენ სპეციალისტები და რა აჩვენა კვლევამ

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ზღვისპირა რეგიონი ზაფხულის ახალ სეზონს სიახლეებით ხვდება, როგორც საგზაო ისე სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის მხრივ. უწყების ცნობით, ბათუმიდან ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ფრენები 12 ქვეყანაში 25-ზე მეტი მიმართულებით შესრულდება. ახალ ტურისტულ სეზონზე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა ისაუბრა, თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, სხვადასხვა საზაფხულო აქტივობა დაგეგმილია, მაღალმთიან აჭარაშიც.

“დაიგეგმა მნიშვნელოვანი აქტივობები მაღალმთიან აჭარაში ტურისტული ნაკადების კიდევ უფრო გაზრდის მიზნით. 2023 წელს შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 4, 6 მლნ ვიზიტს შეადგენს, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +20 %-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით არის გაზრდილი +10.4 %-ით. მზარდი ტურისტული დინამიკით დაიწყო აჭარაში 2024 წელიც.

2024 წლის I კვარტალის მონაცემით, შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 850 ათასზე მეტ ვიზიტს შეადგენს, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +11%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით არის გაზრდილი +34%-ით.

აჭარა ახალ სეზონს მთელი რიგი სიახლეებით ხვდება, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის.” – განაცხადა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა.