ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო მცირდება – როდის დასრულდება საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ბათუმსა და ახალციხეს შორის მგზავრობის დროს შეამცირებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ხულო-ზარზმის განახლებული გზა, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს, უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან. ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.

ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო მცირდება – როდის დასრულდება საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია

უწყების ცნობით, მგზავრობის დროს, ახალციხის საავტომობილო გზაზე ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციის დასრულება შეამცირებს.

„გზა საკმაოდ რთულ გეოლოგიურ რელიეფზე გადის და მისი სიგრძე 42 კმ-ია. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.

ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია 16კმ გზის რეაბილიტაცია. მთლიანად, სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დასრულდება,“- ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.