„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ – პროექტის ფარგლებში ახალი საცხოვრებლების მშენებლობა ორ მისამართზე სრულდება
„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში, დასასრულს უახლოვდება სამშენებლო სამუშაოები გრიშაშვილის #9-სა და კვინიტაძის #1- ში მდებარე საცხოვრებელ სახლებზე.
პროგრამის ფარგლებში, ბათუმში 300-მდე ავარიული სახლის ჩანაცვლება თანამედროვე საცხოვრებლით მოხდება. მესაკუთრეებს ახალი საცხოვრებლები გარემონტებულ მდგომარეობაში ჩაბარდებათ. 3000-მდე ოჯახს უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო ექნება.
შეგახსენებთ, რომ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ბათუმში 2022 წელს ამოქმედდა, შავი ზღვისპირა ქალაქის ყველა ავარიულ მისამართზე პროგრამის ამოქმედება ეტაპობრივად განხორციელდება.