ბათუმი ავარიული სახლების გარეშე-შავიზღვისპირა ქალაქში მასშტაბური პროექტისთვის 100 მლნ ლარი დაიხარჯება

ბათუმი ავარიული სახლების გარეშე-ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც აჭარის მთავრობა განახორციელებს, შავიზღვისპირა ქალაქში მასშტაბური პროექტისთვის 100 მლნ ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ბათუმი ავარიული სახლების გარეშე-შავიზღვისპირა ქალაქში მასშტაბური პროექტისთვის 100 მლნ ლარი დაიხარჯება

ბათუმის სხვადასხვა მისამართზე, საცხოვრებელი ფართები 120 ოჯახზეა გათვალისწინებული. ამ ეტაპზე მშენებლობა და გამაგრება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს 9 მისამართზე და უკვე დასრულდა 12 მისამართზე.

შეგახსენებთ, რომ „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის განხორციელების შედეგად 3000-ზე მეტი ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო შეიქმნება. მოსახლეობას ბინები სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემა.