როდის დასრულდება და რა ეტაპზეა ბათუმი ახალციხის გზა და რა განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ხულო-ზარზმის განახლებული მონაკვეთი სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან. კონკრეტულად მგზავრობის დრო სამუშაოების დასრულების შემდეგ 1.5 სთ-ით შემცირდება.
„გზა საკმაოდ რთულ გეოლოგიურ რელიეფზე გადის და მისი სიგრძე 42 კმ-ია. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.
ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია 16კმ გზის რეაბილიტაცია. მთლიანად, სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დასრულდება,“- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.