ბათუმი ახალი წლისთვის ემზადება

საახალწლო დღესასწაული ბათუუმში 25 დეკემბერს დაიწყება და 7 იანვრამდე გაგრძელდება.

ბათუმი ახალი წლისთვის ემზადება

ახალი წლის დღესასწაულს ბათუმი სხვადასხვა ღონიძიებებით შეხვდება.

ქალაქის ცენტრში, ერას მოედანზე დაიდგმება მთავარი ნაძვის ხე. მოეწყობა სანტას კუთხე, საახალწლო ინსტალაციები, დეკორაციები, კარვები და ე.წ. საშობაო ბაზრობა.
ახალი წლის ღამეს გაიმართება კონცერტი სადაც მონაწილეობას ცნობილი მომღერლები მიიღებენ. საახალწლო კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

ტერიტორიაზე გაიმართება ცეცხლოვანი შოუ, ჯამბაზების წარმოდგენა, და დიჯეების კონცერტი. 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე ტერიტორიაზე საახალწლო განწყობისთვის დაგეგმილია სხვადასხვა პერფორმანსები, კონცერტები და საბავშვო წარმოდგენები. მოეწყობა ჯიხურები სადაც გაიმართება გამოფენები.

მემედ აბაშიძის გამზირზე [დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში] 70 მეტრის სიგრძის ხეივნის მოწყობა, რომელიც საახალწლო განათებებით გაფორმდება.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის საახალწლო გაფორმებებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი გამოიყო.