თბილისში ბანგლადეშის საკონსულო გაიხსნება – შესაბამის განკარულებას ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს
დედაქალაქში ახალი საკონსულო იხსნება, შესაბამის განკარგულებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, თბილისში, ბანგლადეშის საკონსულოს გახსნის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი დღეს გამოქვეყნდა.
„გაიცეს თანხმობა ქალაქ თბილისში, საპატიო კონსულის მეთაურობით, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულების (საკონსულო ოლქი – საქართველოს მთელი ტერიტორია) გახსნის შესახებ“, – ნათქვამია განკარგულებაში.
შეგახსენებთ, რომ, დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 27 აგვისტოს.