2026 წელს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორიაზე, საერთაშორისო ბრენდის, 140-ნომრიანი სასტუმრო გაიხსნება
2 ათასამდე სერვისი და ახალი სასტუმრო - თბილისის ბალნეოლოგიურ სპა-კურორტს ახალი გეგმები აქვს. მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ კურორტის ტერიტორიაზე უმაღლესი კატეგორიის, საერთაშორისო ბრენდის, 140-ნომრიანი სასტუმრო გაიხსნება, თუმცა რომელი ბრენდი მოახდენს სასტუმროს ოპერირებას, ამ ეტაპზე უცნობია.
თუმცა ცნობილია თარიღი, რომლის მიხედვითაც 2026 წელს თბილისის კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო შეემატება.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ტერიტორიაზე შედარებით დაბალი კლასის სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს. აქვე უნდა ითქვას, რომ მეიდან ჯგუფის შვილობილმა კომპანიამ „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“ 2017 წელს შეიძინა და მისი განვითარება დაიწყო.