ბაკურიანში დიდი თოვლის გამო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
ინფორმაციიას, ბაკურიანში გზებზე არსებული ვითარების შესახებ "ბაკურიანის განვითარების სააგენტო " ავრცელებს.
„მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი. საჭიროების შემთხვევაში ბორჯომის მერიისა და სსიპ “ბაკურიანის განვითარების სააგენტოს” შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ საკურორტო სეზონი საქარრთველოს მთიან რეგიონებში 15 დეკემბრიდან იხსნება.