ბაკურიანი და გუდაური საკურორტო ზონები სადაც უძრავ ქონებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით ზაფხულისა და ზამთრის სეზონზე იზრდება
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბაკურიანსა და გუდაურში, უძრავი ქონების გაყიდვები გაიზრდა. "გალთ & თაგარტის" მიერ გავრცელებული ახალი კვლევის თანახმად ბაკურიანში 221 ბინა ხოლო გუდაურში 74 საცხოვრებელი გაიყიდა.
დოკუმენტის თანახმად საკურორტო ზონაში ყველაზე დიდი მოთხოვნა მცირე ზომის ბინებზეა, (26-50 მ2) სწორედ პატარა კვადრატულობის სახლების 71% გაიყიდა ბაკურიანში მიმდინარე წლის მეორე კვარტალში. რაც შეეხება ფასს, ამ დროისთვის ზამთრის კურორტზე კვადრატულის საშუალო ღირებულება $1,001 – $1,500-მდე შეადგენს.
რაც შეეხება გუდაურს, ამჟამად 6 დასრულებული საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს, კვადრატულის ფასი კი $1,001-დან $1,420- მდე მერყეობს.საერთო ჯამში, კვლევის თანახმად მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, გუდაურში უძრავი ქონების გაყიდვების 12.3%-იანი ზრდა ფიქსირდება.