ჩოხატაურის ბახმაროსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 18 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გურიაში, ჩოხატაურის ბახმაროსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 18 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტისთვის 19.2 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ჩოხატაურის ბახმაროსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 18 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

„კურორტ ბახმარომდე მისასვლელ საავტომობილო გზაზე მოეწყო ასფალტ–ბეტონის ახალი საფარი და ხელოვნური ნაგებობები – წყალგამტარი ლითონის მილები, რკინაბეტონის და გაბიონის საყრდენი კედლები და სხვა.

საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, გზა შემოიფარგლა ლითონის მრუდხაზოვანი ზღუდარებით, მოინიშნა გზის სავალი ნაწილი, მოეწყო საგზაო ნიშნები და ჩატარდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19.2 მილიონი ლარით დაფინანსდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.