2023-2024 სააღმზრდელო წელს საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესში ცვლილებები შედის
ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
აღების თანამშრომელთა შვილები, რადგან ამ ადამიანებსაც ისევე სჭირდებათ მხარდაჭერა და პირობების შექმნა მათი მოვალეობების სრულფასოვნად შესრულებისას, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენელს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, დღემდე, პირველ ეტაპზე, პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების, ხოლო მეორე ეტაპზე, საყოველთაო რეგისტრაცია მიმდინარეობდა.
„პირველ ეტაპზე, პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები დარეგისტრირდებიან, მეორე ეტაპზე, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები, ხოლო მესამე ეტაპზე, გამოცხადდება საყოველთაო რეგისტრაცია. აღნიშნული ცვლილებებისთვის მივმართავთ საკრებულოს და დამტკიცების შემდეგ, ივლისში რეგისტრაციის პროცესს დავიწყებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში თბილისს სამი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. ხოლო ამ ეტაპზე 10-ის მშენებლობა მიმდინარეობს.