თბილისის საბავშვო საზაფხულო ბაღების სასწავლო წელი დასრულდა – რა გეგმები აქვს დედაქალაქის მერიას მომავალი წლიდან
საზაფხულო ბაღების პროექტი დასრულდა, რომლითაც თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში 2023-2024 სააღმზრდელო წელი დაიხურა - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა მომავალ წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ახალ საბავშვო ბაგა-ბაღებს გულისხმობს.
„15 500 ბავშვი გავაცილეთ სკოლებში და მინდა, მათ საუკეთესო მომავალი და წარმატებები ვუსურვო. მნიშვნელოვანი იყო ეს წელი თბილისის ბაღებისთვის, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე საგანმანათლებლო მიმართულებით. ბევრი ახალი პროექტი განხორციელდა – გასული სექტემბრიდან თბილისს შეემატა ხუთი
საბავშვო ბაღი. ამჟამად მიმდინარეობს ბოლო სამზადისი სამი ახალი საბავშვო ბაღის გახსნისთვის. ასევე, ახალი სააღმზრდელო წლის დასაწყისში, ვაზისუბნის დასახლებაში ვგეგმავთ N124 საბავშვო ბაღის გახსნას, რომელიც 300-მდე ბავშვს მიიღებს“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს პროექტი ერთი და იგივე, ევროპული სტანდარტით ხორციელდება.
„გარდა ამისა, ვახორციელებთ ძველი ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებს იმისთვის, რომ მდგომარეობა ყველგან მოწესრიგდეს, იყოს ერთნაირი სტანდარტი. ყველამ იცის, რა მიდგომებია საბავშვო ბაღებთან მიმართებით, როგორ შენდება და როგორი სტანდარტი გვაქვს. გვინდა, ყველა საბავშვო ბაღი ყველგან აკმაყოფილებდეს ევროპულ სტანდარტებს, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
ყველაფერი კეთდება, რომ ბავშვები აღზრდისა და განვითარების მიმართულებით ნორმალურ პირობებში იყვნენ. მომავალშიც გავაგრძელებთ არსებული ბაღების რეაბილიტაციას და მშენებლობას, თუ ამის საჭიროება იქნებ“, – განაცხადა
დედაქალაქის მერმა.