თბილისი, გადამფრენი მფრინველები და გაწრიპული მთვარე-ბადრი ვადაჭკორიას ფოტოები და ემოციური პოსტი თბილისელებს
ფოტოგრაფი, რომლიც ყოველდღიურად ანებივრებს სოციალური ქსელის მომხმარებლებს, საკუთარი გასაოცარი კადრებით. ბადრი ვადაჭკორიას ობიექტივში ამჯერად თბილისი განსაკუთრებული რაკურსით მოხვდა, როგორც თავად ამბობს "გაწრიპული მთვარით და გადამფრენი მფრინველებით".
ფოტომასალას ფოტოგრაფი ემოციურ პოსტს ურთავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“დილა მშვიდობისა ადამიანებო! მინდოდა ცოტა ხნით მაინც თქვენი განწყობა უკეთესობისკენ შემეცვალა, სულ რამდენიმე წამით მაინც, იქნებ, ცოტა ხნით მაინც შეგეწყვიტათ ერთმანეთისთვის გულის ტკენა, დაუმსახურებელი შეურაცხყოფა, ზოგჯერ სიკვდილი მოგინდება კაცს, არა ჩემი ტკივილისთვის არამედ ჩემთვის ძვირფასი ადამიანებისთვის… თქვენი არ ვიცი მაგრამ კარგად მიცხოვრია თურმე… ძველად ახლა კი თბილისი 11.12.23 07:25 დან მზის ამოსვლამდე ასეთ სილამაზეებს იხილავთ მშრალი ხიდიდან…
“გადამფრენი ფრინველები და გაწრიპული მთვარე” – წერს ფოტოგრაფი სოციალურ ქსელში.