აზერბაიჯანის მთავრობის დირექტივის თანახმად, COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები 2024 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება
აზერბაიჯანი-საქართველოს სახმელეთო საზღვარი, 2024 წლის ოქტომბერში გაიხსნება, შეზღუდვა 2020 წელს COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესდა.
აქვე მნიშვნელოვანია „თიბისი კაპიტალის“ კვლევა, რომლის მიხედვითაც 2024 წლის პირველ ნახევარში ტურიზმი საქართველოში 2019 წელთან შედარებით 83%-ით აღდგა, თუმცა ამ რიცხვში ყველაზე ნაკლები აზერბაიჯანელი ტურისტებია, რომელიც 16%-ს შეადგენს.
„ყველაზე დაბალი აღდგენის მაჩვენებელი (16%), კვლავ აზერბაიჯანის შემთხვევაში დაფიქსირდა. შეზღუდული აღდგენის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არის კვლავაც ნაწილობრივ დახურული საზღვარი აზერბაიჯანის მხარეს.
აზერბაიჯანის მთავრობის დირექტივის თანახმად, COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები 2024 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება,“- ნათქვამია კვლევაში.
ცნობისთვის, აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრები 2020 წელს დაკეტა. ამ ეტაპზე, აზერბაიჯანში შესვლა საჰაერო გზით არის შესაძლებელი.