ბათუმში, 54-სართულიანი სამი ცათამბჯენი შავი ზღვის სანაპირო ზოლში აშენდება – პროექტი საკრებულომ დაამტკიცა

54-სართულიანი სამი ცათამბჯენი შავი ზღვის სანაპირო ზოლში - ბათუმის საკრებულომ განაშენიანების გეგმა დაამტკიცა. პროექტი მოიცავს მრავალფუნქციურ მიმართულების მქონე სასტუმრო კომპლექსს, რომელშიც განთავსდება: სასტუმრო ნომრები, აპარტამენტები, კაზინო, კომერციული დანიშნულების ფართები, რესტორანი, კაფე-ბარი, ლაუნჯი, საცურაო აუზი, სპა, ჯიმი, საქმიანი შეხვედრის ზონები, საკონფერენციო დარბაზი, საბავშვო ზონა და სხვა გასართობ-გამაჯანსაღებელი სივრცეები.

ბათუმში, 54-სართულიანი სამი ცათამბჯენი შავი ზღვის სანაპირო ზოლში აშენდება – პროექტი საკრებულომ დაამტკიცა

ახალი მშენებლობა ბათუმში, თამარ მეფის გამზირ №1-სა და თამარ მეფის გამზირ №5გ-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე განხორციელდება. საპროექტო ტერიტორიაზე მიწისქვედა სართულზე მოეწყობა ავტო პარკინგი 450 მანქანაზე. უცნობია რამდენი დაიხარჯება ახალი პროექტის განხორციელებისთვის.