სამგორში, კალოუბნის ქუჩაზე ავარიული სამ სართული სახლის ნაცვლად ახალი საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს
თბილისში, სამგორის რაიონში, კალოუბნის ქუჩაზე ავარიული სამ სართულიანი სახლის ნაცვლად ახალი თანამედროვე საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს.
აღნიშნულ მისამართზე, ძველი შენობა უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მასში მცხოვრები 36 ოჯახი კი მუნიციპალიტეტმა, დედაქალაქის ბიუჯეტის ხარჯზე დროებით, სხვადასხვა მისამართზე ქირით გადაიყვანა.
მას შემდეგ რაც მშენებლობა დასრულდება, 36 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემათ. ძველი შენობის ნაცვლად კი 10 სართულიანი, ორ სადარბაზოიანი კორპუსი აშენდება. პროექტის დასრულება მომავალი წლისთვის იგეგმება. ამავე საცხოვრებელში, 10 ბინა უსახლკარო ოჯახებს გადაეცემათ.
შეგახსენებთ, რომ პროექტი, თბილისის მერიის მიერ ავარიული სახლების ახლით ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.