თბილისში კიდევ ერთი ავარიული სახლი ახლით ჩანაცვლდება – პროექტი ჩარგლის ქუჩაზე განხორციელდება

თბილისის მერიის ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი ობიექტი ჩანაცვლდება. პროექტი ჩარგლის ქუჩაზე განხორციელდება, ინფორმაცია დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე გაავრცელა.

თბილისში კიდევ ერთი ავარიული სახლი ახლით ჩანაცვლდება – პროექტი ჩარგლის ქუჩაზე განხორციელდება

საცხოვრებელი, ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩაზე მდებარეობს, ორ სართულიანი შენობა მძიმედ ავარიულია და კორპუსის დემონტაჟი განხორციელდება, მის ნაცვლად კი 12 სართულიანი, თანამედროვე კორპუსი აშენდება.

„კორპუსი იყო უმძიმეს მდგომარეობაში, საცხოვრებლად უვარგისი და უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. აქ 10 ოჯახი ცხოვრობდა, რომელთა გაყვანა მოხდება, ქირით კი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი. აშენდება ახალი, თანამედროვე პროექტი ქართული დიზაინით, რაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია იქ
მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებსაც გადაეცემათ გარემონტებული ფართები. არქიტექტურული პროექტის მომზადებისთვის შესაბამისი სამუშაოები უკვე შევისყიდეთ, ახლა კი გამარჯვებული კომპანია ამზადებს ექსპერტიზას და მშენებლობისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულ პაკეტს“, – განაცხადა კახა
კალაძემ.