რა ეტაპზეა თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის გეგმა

რეგიონის ყურადღება ახლა თბილისში, ახალი მასშტაბური პროექტისკენაა, რომელიც ვაზიანში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას გულისხმობს.

რა ეტაპზეა თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის გეგმა

აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადდა.

თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ვაზიანის სამხედრო ბაზის ადგილზე იგეგმება, რომელიც მდებარეობს თბილისის ცენტრიდან დაახლოებით 28 კილომეტრში და არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 8 კილომეტრში, პროექტი 500 ჰექტარ მიწაზე განხორციელდება. საბოლოოდ ახალი აეროპორტი 20 მლნ მგზავრს უნდა მოემსახუროს. ტენდერის გამოცხადება, კი მასშტაბური პროექტის დასაწყისის პირველი ნაბიჯია.