ძველი, უსახური გარაჟების ნაცვლად მწვანე სივრცე მოეწყობა – პროექტი სამგორში ხორციელდება

თბილისისთვის წლებია თავსატეხად იქცა უსახური ავტოფარეხები, თუმცა, რადგან მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მისი დაკანონება მოახერხა, ამიტომ კერძო საკუთრებად ქცეული უსახური ფარეხები, ბევრს დასანგრევად არ ემეტება. არადა დიდი ნაწილი, აღარც იყენებს და ასე ეზოს იმ ნაწილს იკავებ, სადაც მწვანე სივრცის მოწყობა შეიძლება.

ძველი, უსახური გარაჟების ნაცვლად მწვანე სივრცე მოეწყობა – პროექტი სამგორში ხორციელდება

სხვა ვითარება აღმოჩნდა სამგორის რაიონში, ე. წ. საქნავთის დასახლებაში, სადაც 25-მდე უსახური ავტოფარეხის ადგილზე, რომელიც 11 000 კვ. მ ფართობს შეადგენს, რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.

ამ დროისთვის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი უკვე მოეწყო , ახლა კი კალათბურთის მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.