თბილისში, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე 3 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, ახალი მასშტაბური მშენებლობა იგეგმება

კიდევ ერთი მშენებლობა თბილისში, რომელსაც "იდეა დეველოპმენტი" და სამშენებლო კომპანია "მეტტა" აშენებს. პროექტი ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე, კერძოდ გ.დანელიას ქუჩაზე განხორციელდება. მას 3 ჰექტარზე განთავსებული სამი განსხვავებული ბლოკი გააერთიანებს როგორც საცხოვრებელ, ასევე საოფისე - კომერციულ და რეკრეაციულ სივრცეებს.

თბილისში, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე 3 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, ახალი მასშტაბური მშენებლობა იგეგმება

ახალი მასშტაბური მშენებლობის დასრულება 2025 წლის შემოდგომას იგეგმება. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, პროექტის მთავარ უპირატესობად – ადგილდებარეობასა და კომპლექსის არქიტექტურულ კონცეფციას ანიჭებენ.