ბათუმში, კიდევ ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენდება, 30 სართულიან კორპუსსში კომერციული ფართებიც განთავსდება

ბათუმში, კერძოდ ანგისის ქუჩაზე ახალი მაღალსართულიანი, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იწყება. მრავალფუნქციური კომპლექსი 30-სართულიანი იქნება და მასში კომერციული ფართები, საცხოვრებელი ბინები და ავტოსადგომი განთავსდება.

ბათუმში, კიდევ ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენდება, 30 სართულიან კორპუსსში კომერციული ფართებიც განთავსდება

კომერციული ფართები 1-ელ სართულზე, ავტოსადგომი – მიწისზედა მე-5 და მიწისქვეშა 1-ელ სრათულებზე განთავსდება, რაც შეეხება საცხოვრებელ ბინებს, ის 24 სართულს დაიკავებს.

საცხოვრებლის ჯამური ფართობი – 34900.00 კვ.მ; კომერციული ნაწილის ჯამური ფართობი – 2240.00 კვ.მ და ავტოსადგომის ჯამური ფართობი – 11470.00 კვ.მ იქნება.

მშენებლობას, კომპანია „ემ ბილდინგ ბათუმი“ განახორციელებს.