აჭარაში მშენებარე პროექტებში არსებული ბინებიდან 60% მთლიანად გაყიდულია – რა კვლევას აქვეყნებს Galt&Taggart

შავი ზღვისპირა რეგიონში, უძრავი ქონების 30%-ს უცხო ქვეყნის მოქალაქეები ფლობენ, ამის შესახებ ინფორმაციას Galt&Taggart ავრცელებს. დოკუმენტის მიხედვით, 2024 წლის აპრილში ჩატარდა 5 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა, რომელთაც მიმდინარე სამშენებლო პროექტები აჭარაში აქვთ.

აჭარაში მშენებარე პროექტებში არსებული ბინებიდან 60% მთლიანად გაყიდულია – რა კვლევას აქვეყნებს Galt&Taggart

შედეგებზე დაყრდნობით, 2018-2019 წლებში დაწყებული უძრავი ქონების პროექტებში არსებული ბინებიდან მხოლოდ 20%-ია გაუყიდავი, ხოლო 2020-2021 წლებში დაწყებულ პროექტებში არსებული ბინებიდან 60% მთლიანად გაყიდულია.

“აჭარის უძრავი ქონების ბაზარზე 2023-2024 წლებში საქართველოს მოქალაქეები მთლიანი გაყიდვების მხოლოდ 20%-ს შეადგენდნენ, ხოლო რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეებს 24% და 6%-იანი წილები ეკავათ. გაყიდვების მეორე ნახევარი მოიცავდა მოქალაქეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.”- ნათქვამია კვლევაში.