თბილისში ერთ-ერთ ქუჩასა და სკვერს ანზორ ერქომაიშვილის სახელი ეწოდა
თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ჩუღურეთის რაიონში, მუსიკოსის, ფოლკლორისტის, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა.
“დღეს ამ ქუჩასა და სკვერს, სადაც ახლა ვიმყოფებით, ქართველი ფოლკლორისტის, ანსამბლ „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებლის – ანზორ ერქომაიშვილის – სახელი ეწოდა. ჩვენი მოვალეობაა თაობებს შემოვუნახოთ იმ ადამიანების სახელები, რომლებმაც განსაკუთრებული როლი შეასრულეს ქართული კულტურის შენახვაში, წარმოჩენასა და პოპულარიზაციაში. ასეთი ადამიანები წერენ ქვეყნის კულტურის ისტორიას და შთაგონებას აძლევენ მომავალ თაობებს“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.
ანზორ ერქომაიშვილი 1940 წლის 10 აგვისტოს დაიბადა. 1968 წლიდან ანსამბლ “რუსთავს” ხელმძღვანელობდა. 1972-1975 წლებში იყო რუსთავის სამუსიკო სკოლის დირექტორი. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა. 2014 წელს მას საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა. ხელოვანი 2021 წლის 31 მარტს გარდაიცვალა.