ცვლილება კანონში, რომელიც 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება – კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებლობას გამკაცრებული კანონი დაარეგულირებს

დედაქალაქში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში, მშენებლებისთვის კანონი მკაცრდება. ცვლილება 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება.

ცვლილება კანონში, რომელიც 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება – კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებლობას გამკაცრებული კანონი დაარეგულირებს

პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით, “თბილისში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე ნაწარმოები მშენებლობების შემთხვევაში, თუ გავიდა სამუშაოების ნებართვის მოქმედების ვადა და მშენებლობა არ არის დამთავრებული, ან დარღვეულია სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნები, ან თუ წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო განუსაზღვრავს დამრღვევს 90-დღიან ვადას შესაბამისი თანხმობის/ნებართვის მისაღებად ან სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ დაიწყება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება.” – აღნიშნულია ახალ კანონპროექტში.

რაც შეეხება ვადის გაგრძელებას, იმ შემთხვევაში თუ დამრღვევმა პირმა მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა შესაბამისი განცხადება და მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს გადაწყვეტილება არ მიუღია, მაშინ შესაძლებელია ეს ვადა გაგრძელდეს არა უმეტეს 1 თვით. ასეთ შემთხვევაში პირს ჯარიმის გადახდა არ მოუწევს.