“გალერია თბილისში” ახალი ბრენდი Marc O’Polo გაიხსნება
"გალერეა თბილისი" მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრია, სადაც 140-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდია წარმოდგენილი. სულ ცოტა ხნის წინ, გაიხსნა ისეთი პრემიუმ ბრენდები, როგორიცაა: Pal Zileri, Hackett, Pinko, Patrizia Pepe, Elisabetta Franchi, Scoch&Soda.
ინფორმაცია, თბილისში ახალი ბრენდის შესახებ. მედია საშუალებაში გავრცელდა: საგულისხმოა, რომ სავაჭრო ცენტრში გახსნილი Marc O’Polo-ს მაღაზია უნიკალური სკანდინავიური სტუდიოს კონცეფციის იქნება. მსგავსი კონცეფციის ობიექტი ბრენდს მხოლოდ 3 ქვეყანაში აქვს წარმოდგენილი. მაღაზიაში დაგხვდებათ გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია „უახლოეს მომავალში “გალერია თბილისში” კვლავ იგეგმება ისეთი ბრენდების შემოყვანა, რომელიც ამ დრომდე საქართველოს ბაზარზე არ არიან წარმოდგენილნი“ – განაცხადა “გალერია თბილისის” კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა ნინი ადუაშვილი ერთ-ერთ მედია საშუალებასთან საუბრისას. გალერია თბილისი თავისუფლების მოედანზე მდებარეობს. იგი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და პოპულარული სავაჭრო ცენტრია, სადაც დასვენებისთვით სხვადასხვა სივრცეა მოწყობილი.