როდის დასრულდება თბილისის ცენტრში ბიზნეს ცენტრის მშენებლობა და რას მოიცავს ახალი პროექტი
თბილისში, კრწანისში, გორგასალის ქუჩაზე 17 სართულიანი ბიზნეს ცენტრი შენდება. მიმდინარე პროექტის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება. ბიზნეს ცენტრი მრავალფუნქციური კომპლექსი იგნება, რომელიც საცხოვრებელ, კომერციულ და საოფისე ფართებს გააერთიანებს.
მშენებლობას შპს „სამრეწველო-საინვესტიციო კორპორაცია მსუბუქი მრეწველობა“ ახორციელებს. კომპანიის ინფორმაციით, მრავალფუნქციური კომპლექსი მოდერნ კლასის აპარტამენტებს, საოფისე და კომერციულ ფართებს, მიწისქვეშა საპარგინგე სივრცეებს, გამწვანებულ ეზოსა და პარკს, ბავშვთა გასართობ ტერიტორიებს, დასასვენებელ და სასეირნო სივრცეებს, სავაჭრო და საკვებ ობიექტებს აერთიანებს.
აღსანიშნავია, რომ კრწანისი ბიზნეს ცენტრი 5 ბლოკისგან შედგება, რომელიც 1 ჰა-ზეა განლაგებული. პირველი ბლოკი წარმოადგენს 17 სართულიან ბიზნეს ცენტრს, სადაც განთავსდება ოფისები 50 კვ.მ.-დან 500 კვ.მ.-მდე.