თბილისში სამშენებლო ქაოსი გრძელდება – 34 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი მერიამ ექსპლუატაციაში არ მიიღო

ზოგჯერ წარმოუდგენლად მიგვაჩნია დედაქალაქში ამდენი კორპუსის არსებობა და გვგონია, რომ მიწის ნაკვეთი კოპუსისთვის აღარ დარჩა, თუმცა მონაცემები სულ სხვაგვარად მეტყველებს. სამშენებლო ქაოსი გრძელდება და მეტიც, საქსტატის მონაცემების თანახმად, გასულ წელს თბილისში 5 611 მშენებლობის ნებართვა გაიცა.

თბილისში სამშენებლო ქაოსი გრძელდება – 34 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი მერიამ ექსპლუატაციაში არ მიიღო

აქვე საინტრესოა ერთი ფაქტი, დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 2023 წელს თბილისში 34 მრავალბინიანი კორპუსი ექსპლუატაციაში არ მიიღეს.

მნიშვნელოვანია რომ, 2024 წლის 1-ელ კვარტალში თბილისში მშენებლობაზე გაცემულია 1 195 ნებართვა, უმეტესობა, 957 ნებართვა საცხოვრებელ შენობაზე მოდის. ექსპლუატაციაში კი დედაქალაქში მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში 328 შენობა ( 275 საცხოვრებელი) მიიღეს.