თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე, მდინარე არაგვის ხიდზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე სამოძრაო ზოლზე აღდგა
მცხეთაში, თბილისის შემოსასვლელთან წარმოქმნილი საცობების სერია დასრულდა, მოძრაობა ორივე მხრიდან აღდგა. ბოლო რამდენიმე დღეა განხილვის საგანია თბილისის შემოსასვლელთან გზის მონაკვეთზე არსებული სამუშაოები, რაც დაუსრულებელ საცობებს იწვევდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე, მდინარე არაგვის ხიდზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე სამოძრაო ზოლზე აღდგა. უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდის მარცხენა მიმართულებაზე, სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა ორივე სამოძრაო ზოლზე აღდგენილია.