თბილისში ავტოსადგურების სერთიფიცირება მომავალი წლიდან იწყება
შეიცვლება თუ არა რამე, თბილისში ავტოსადგურებზე, ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა მომავალი წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება კანონი, რომლის მიხედვითაც ავტოსადგურების სერთიფიცირება სავალდებულო გახდება.
ცნობილია სერტიფიცირების ტარიფებიც, გადასახადი კლასების მიხეხვით იქნება.
პირველი კლასის ავტოსადგურის – 10 000 ლარი,
მე-2 კლასის ავტოსადგურის – 5 000 ლარი,
მე-3 კლასის ავტოსადგურის – 1 000 ლარი,
აღსანიშნავია, რომ სერტიფიკატს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, 5 წლის ვადით გასცემს.