ხვალ რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება-ისტორიული ავტომობილების ასოციაცია მასშტაბურ ღონისძიებას გეგმავს

ინფორმაციას ამის შესახებ დედაქალაქის მერია ავრცელებს.

საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაციია ავტომობილების გამოფენას აწყობს, ღონისძიებისთვის 24 საათით პირველი რესპუბლიკის მოედანი 28 ოქტომბრის 22:00-დან 29 ოქტომბრის 22:00 საათის ჩათვლით გადაიკეტება.

მერიის ინფორმაციით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილების გადაადგილება სრულად შეიზღუდება, შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან, პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე. ავტოსატრანსპორტო საშუალებები შოთა რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით გადაადგილებას ვერ შეძლებენ.

“შეზღუდვის პერიოდში, შოთა რუსთაველის გამზირიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით.

მიხეილლ ჯავახიშვილის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები ვერ მოხვდებიან რესპუბლიკის მოედანზე და გზას თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით გააგრძელებენ.” ნათქვამია განცხადებაში.