კიდევ გაიჭედა-ამ ხიდს სანამ არ დაანგრევენ არ გაჩერდებიან, ნიშნები დაამატეთ-ნახეთ ფოტო-ფაქტი
ფოტო სოციალურ ქსელში საჯარო ჯგუფში "ჩემი ქალაქი მკლავს" გავრცელდა.
ხიდის ქვეშ გაჭედილი, ავტობუსი კონკრეტულ ადგილზე პირველი შემთხვევა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ნაგებობას დამაგრებული აქვს ნიშანი, რომელიც სიმაღლის აკრძალვაზე მიანიშნებს, მძღოლისთვის მაინც შეუმჩნეველი აღმოჩნდა. “ოქროს უბნის” მაცხოვრებლები წერენ, რომ ასეთ სურათს არც თუ იშვიათად ხედავენ, საზოგადოების ნაწილი ამკრძალავი ნიშნების დამატებას ითხოვს, თუმცა ნაწილი მიიჩნევს, რომ მალე ხიდს ჩამოანგრევენ და ნიშნები საჭირო აღარ იქნება, ფოტოს სახალისო კომენტარები მოჰყვა, რადგან თბილისელები როგორც ჩანს მიეჩვივნენ ამ ხიდში გაჭედილ სატვირთოსა თუ ავტობუსს.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. მალაკნების ხიდზე დამაგრებული ამკრძალავი ნიშანი 3მ-ზე მეტ სიმაღლეს ზღუდავს.