ახალი ავტობუსებით მგზავრების გადაყვანა, რუსთავიდან თბილისში, სპორტის სასახლემდე იქნება შესაძლებელი

ორ ქალაქს ერთმანეთთან ახალი ავტობუსები დააკავშირებს, რომლებმაც მგზავრთა გადაყვანა, ერთი ქალაქიდან მეორეში კომფორტული უნდა გახადოს. ასეთია პროექტის მთავარი არსი. ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია, კახა კალაძემ დაანონსა, ცოტა ხნის წინ კი რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ავტობუსი რუსთავიდან თბილისში, სპორტის სასახლემდე მივა.

ახალი ავტობუსებით მგზავრების გადაყვანა, რუსთავიდან თბილისში, სპორტის სასახლემდე იქნება შესაძლებელი

“რუსთაველებს ვეტყვი, რომ აღდგება M3 კატეგორიის, ავტობუსების გადაადგილება რუსთავიდან სპორტის სასახლის მიმართულებით. თბილისის საკრებულოსთან შეთანხებით უკვე დამტკიცებული გვაქვს ეს ხაზი. ტენდერი გამოცხადებულია 20 მილიონი ლარის, ამ თანხით გაიზარდა ჩვენი ქალაქის ბიუჯეტი, ეს იყო ცენტრალური ხელისუფლების და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, რისთვისაც დიდი მადლობა მას ამ თანამშრომლობისთვის.

ტენდერი გამოცხადებულია 70 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსის შეძენაზე, რომელიც იქნება ევრო6 სტანდარტის, ეკოლოგიურად აბსოლუტურად სუფთა, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ იქნება გათბობა-გაგრილების სისტემით აღჭურვილი. ასევე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებზე ადაპტირებული”,- განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი შატაკიშვილმა.