შემცირებული გზის მონაკვეთი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მაგისტრალზე – რამდენ ხანშია შესაძლებელი მგზავრობა თბილისიდან ბათუმამდე

აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალური გზის 276 კმ ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა კი 3 საათსა და 30 წუთშია შესაძლებელი. ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერის მოხსენებაშია აღნიშნული.

შემცირებული გზის მონაკვეთი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მაგისტრალზე – რამდენ ხანშია შესაძლებელი მგზავრობა თბილისიდან ბათუმამდე

დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა: რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი, გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის 6 კმ-იანი მონაკვეთი და კახეთის მაგისტრალური გზის 4 კმ-იანი მონაკვეთი (ვაზიანის შემოვლითი გზა).

ამასთან, როგორც პრემიერის მოხსენებაშია აღნიშნული, რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთის მონაკვეთზე 2024 წელს გაიხსნა 9 კმ-იანი ოთხზოლიანი ზესტაფონის შემოვლითი გზა.

დოკუმენტის თანახმად, რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, უკვე გახსნილია 36 კმ-იანი გზა, აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი. ჯამში, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალური გზის 276 კმ ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია.