როგორ გამოიყურება ავლაბარში მეტეხის 14 ნომერში ჩამონგრეული სახლი-kalaki.ge-ს ფოტორეპორტაჟი შემთხვევის ადგილიდან
თბილისის ძველ უბანში, ავლაბარში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი დაშავდა, რომლის მდგომარეობა სტაბილურია. როგორ დედაქალაქის მერიამ kalaki.ge-ს აცნობა, აღნიშნული საცხოვრებლიდან 14 ოჯახი დიდი ხანია უწყების მიერ გადაყვანილია, დროებით თავშესაფარში.
როგორც ირკვევა, ადგილზე დაშავებული მამაკაცი უსახლკაროა და ის თვითნებურად იყო შესახლებული შენობაში, მაშველებმა მისი ნანგრევებიდან გამოყვანა მალევე შეძლეს.
ნგრევა დილის საათებში დაიწყო, როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, საშინელი ხმა გაიგეს და შემდეგ დაინახეს, როგორ ჩამოიშალა შენობა.
დედაქალაქის მერიის ცნობით აღნიშნულ მისამართზე ხორციელდება ე.წ. ჩანაცვლების პროგრამა რაც ახალი შენობის აშენებას ისახავს მიზნად და ადგილზე მშენებლობა მალე დაიწყება, ხოლო დარჩენილი ნაწილის სრული დემონტაჟი განხორციელდება.