თბილისის უძველესი უბნები და მათი მოწესრიგება - ეს ის საკითხია, რაზეც ჩვენი თანამოქალაქეები მუდმივ წუხილს გამოთქვამენ. ვერ მალავენ იმის შესახებ ემოციებს, რაც პირდაპირ ასწლოვან სახლებსა და თბილისური ეზოების განადგურებას უკავშირდება.

დანგრეული, უსიცოცხლო სახლები მივიწყებას მიეცა – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასაც ავლაბარში მდებარე ბარაკების დანახვისას განვიცდით. ტურისტებისთვის მიმზიდველი ტერიტორია დღეს მოუწესრიგებელია. არცერთი მთავრობა, არც ინვესტორი მათი განახლებისა და რეაბილიტაციის საკითხს საკუთარ თავზე არ იღებს, რადგან ქალაქის ძველი იერსახით აღდგენა არამომგებიანია.

თბილისის უძველესი უბნის ორი სახე – ავლაბარში არსებული კონტრასტი
თბილისის უძველესი უბნის ორი სახე – ავლაბარში არსებული კონტრასტი
თბილისის უძველესი უბნის ორი სახე – ავლაბარში არსებული კონტრასტი
თბილისის უძველესი უბნის ორი სახე – ავლაბარში არსებული კონტრასტი

ეს ის უბანია, რომელსაც უდიდესი ისტორია გააჩნია. არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებენ, რომ ამ ტერიტორიებზე ადამიანები ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით I-II ათასწლეულებში სახლობდნენ. XI-XIII საუკუნეების ისტორიულ გადმოცემებში ავლაბარს „ისანი“ ერქვა. სიტყვა – „ავლაბარი“ კი, როგორც ჩანს, XIV საუკუნეში მკვიდრდება, თუმცა პარალელურად „ისანი“ შემდეგაც იხმარებოდა. რაც შეეხება ავლაბრის მთავარ უბნებს, ის სოღდებილი და მეტეხი გახლდათ. სახელწოდება „ავლაბარი“ – გალავნის იქითა მიდამოდან ანუ გარეუბანიდან მომდინარეობს.

თბილისის უძველესი უბნის ორი სახე – ავლაბარში არსებული კონტრასტი
თბილისის უძველესი უბნის ორი სახე – ავლაბარში არსებული კონტრასტი
თბილისის უძველესი უბნის ორი სახე – ავლაბარში არსებული კონტრასტი

XVII საუკუნეში ავლაბარი საკმაოდ გაზრდილა, განსაკუთრებით კი ის ნაწილი, რომელიც ერეკლე მეორის მეფობისას ამოყვანილი გალავნის გარეთ აღმოჩნდა. გალავნის გარეთ მდებარე ტერიტორია „გარეთავლაბრის“ სახელს ატარებდა. ავლაბარში მეფის, თავადაზნაურთა და საეკლესიო ყმა–გლეხები ცხოვრობდნენ. აქ ე.წ ხელოსნობაც იყო განვითარებული. ავლაბარში გარდა ქართველებისა სპარსელები, ბერძნები და სომხებიც იყვნენ დასახლებული. პლატონ იოსელიანის ცნობით, XV საუკუნეში ავლაბარში სამეგრელოსა და გურიის მთავრებს სასახლეები ჰქონიათ . XVIII საუკუნის 70-იან წლებში დარეჯან დედოფალმა ავლაბრის გალავნის ერთ-ერთ ბურჯთან სასახლე ააგო.

შიდაავლაბრის დაგეგმარება კი თბილისის სხვა ნაწილების ქუჩების ქსელისაგან მკვეთრად განსხვავდებოდა, იგი ერთგვარად რეგულარულ ხასიათს ატარებდა. ძირითადი ქუჩები მეტეხის კლდის პარალელურად გადიოდა, მთავარი ქუჩა კი მათ ოდნავ ირიბად კვეთდა. მთავარ ქუჩაზე ავლაბრის ბაზრის რიგები იყო განლაგებული. კალა-თბილისსა და ავლაბარს შუა მტკვარზე უძველესი დროიდან მეტეხის ანუ ავლაბრის ხიდი იყო გადებული. ე. წ. ავლაბრის კარიდან იწყებოდა კახეთის გზა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ავლაბარი თბილისის მუშათა რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი კერა იყო. აქ მდებარეობდა ავლაბრის არალეგალური სტამბაც.

თბილისის უძველესი უბნის ორი სახე – ავლაბარში არსებული კონტრასტი
თბილისის უძველესი უბნის ორი სახე – ავლაბარში არსებული კონტრასტი

ერთ დროს ძალიან პრესტიჟული უბნის სახლები დღეს გამაგრებას აღარ ექვემდებარება. უფრო სახიფათო კი ისაა, რომ ადამიანებს აქ ცხოვრება საკუთარი სიცოცხლის ფასად უწევთ და ეს მაშინ, როდესაც ამ უბნის მეორე ნაწილი სასტუმროებითა და ახალი კომპლექსებით არის გარშემორტყმული.

თბილისის უძველესი უბნის ორი სახე – ავლაბარში არსებული კონტრასტი
თბილისის უძველესი უბნის ორი სახე – ავლაბარში არსებული კონტრასტი
თბილისის უძველესი უბნის ორი სახე – ავლაბარში არსებული კონტრასტი
თბილისის უძველესი უბნის ორი სახე – ავლაბარში არსებული კონტრასტი
თბილისის უძველესი უბნის ორი სახე – ავლაბარში არსებული კონტრასტი
თბილისის უძველესი უბნის ორი სახე – ავლაბარში არსებული კონტრასტი

ამ ეტაპზე ისნის რაიონში სულ 44 დასრულებული და მიმდინარე საცხოვრებელი კომპლექსია. 1 კვ.მ-ის ფასი 1 735 ₾-დან ‍5 554 ₾-მდე მერყეობს.

თუმცა სამშენებლო კომპლექსი, რომელზეც დღეს გიამბობთ, ძველი უბნის იერსახესთან და ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილთან შესაბამისობაშია.

თბილისის უძველესი უბნის ორი სახე – ავლაბარში არსებული კონტრასტი

პირველ რიგში მასში შერწყმულია, როგორც თანამედროვე, ისე ძველი თბილისური უბნისთვის დამახასიათებელი იდენტობა. ეს კი მის ადგილმდებარეობაზე და ვიზუალიზაციაზე აისახება.

სამშენებლო ბუმისა და დედაქალაქში არსებული „ცათამბჯენების“ ფონზე პროექტი იმითაც განსხვავდება, რომ მას დაბალი განაშენიანება აქვს, თავისი შიდა ქუჩებით და ეზოებით.

„მოედანი“- ეს ძველი თბილისის ახალი უბანია, რომელიც ავლაბარში, ნიკიფორე ირბახის ქუჩის 16 ნომერში მდებარეობს. ტერიტორიიდან რამდენიმე წუთის სავალზეა სამების საკათედრო ტაძარი, ნარიყალას ციხე-სიმაგრე, თავისუფლების მოედანი და ძველი თბილისის ყველა ტურისტული ნაწილი.

თბილისის უძველესი უბნის ორი სახე – ავლაბარში არსებული კონტრასტი
თბილისის უძველესი უბნის ორი სახე – ავლაბარში არსებული კონტრასტი
თბილისის უძველესი უბნის ორი სახე – ავლაბარში არსებული კონტრასტი

„მოედანში“ ტრადიცია და თანამედროვეობა იკვეთება. ძველი თბილისური ეზოს ტიპის არქიტექტურა მინიმალისტურ ესთეტიკას, კუთხოვან ფორმებსა და მანსარდული ტიპის სართულებს აერთიანებს.

„მოედანი“ 1,3 ჰა ფართობზე განთავსებული მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, კომერციულ და საერთო სამუშაო ფართებს და რაც მთავარია, 5100 მ2 საზოგადოებრივ სივრცეს. „მოედანი“ 4 საცხოვრებელ შენობას მოიცავს, პირველ სართულებზე სხვადასხვა გემოვნების ადამიანებისათვის განთავსებულია რესტორნები, ბარები, კაფეები და მაღაზიები. ხოლო 80-ნომრიანი სასტუმროს სერვისებით, ბინის მეპატრონეებს და მათ სტუმრებსაც შეუძლიათ სარგებლობა.

თბილისის უძველესი უბნის ორი სახე – ავლაბარში არსებული კონტრასტი
თბილისის უძველესი უბნის ორი სახე – ავლაბარში არსებული კონტრასტი

სასტუმროს ტიპის აპარტამენტების დაგეგმარება არასტანდარტულია, ზომა 40 კვადრატული მეტრიდან იწყება. არქიტექტურა მანსარდული ტიპისაა. აპარტამენტები ჭკვიანი საკეტით არის აღჭურვილი, რაც მობინადრეების ბინაში შესვლას გასაღების გარეშე უზრუნველყოფს. „მოედანზე“ დაცულია უსაფრთხოება – კომპლექსი აღჭურვილია სახანძრო და ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით.
„მოედანის“ მაცხოვრებლებსა და სტუმრებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ავტოსადგომითა და ფიტნესდარბაზით.

თბილისის უძველესი უბნის ორი სახე – ავლაბარში არსებული კონტრასტი

გარდა ამისა, მრავალფუნქციური კომპლექსი 220 საცხოვრებელ ბინას აერთიანებს, სადაც ამ ეტაპზე გასაყიდად, მანსარდული ტიპის 3 ბინაა დარჩენილი. მათგან მინიმალური კვადრატულობა 92-ს, 98-სა და 115 კვ.მ-ს შეადგენს. რაც შეეხება ბინების ფასს – მათი ღირებულება 1600-დან 1700 დოლარამდე მერყეობს, რაც დამოკიდებულია ხედზე.

თბილისის უძველესი უბნის ორი სახე – ავლაბარში არსებული კონტრასტი
თბილისის უძველესი უბნის ორი სახე – ავლაბარში არსებული კონტრასტი

რამდენად უხდება უძველეს უბანს თანამედროვე იერსახე? – ეს სადისკუსიო თემაა. რიგი ადამიანებისა მიიჩვეს, რომ ნადგურდება ისტორია, ნაწილი კი თვლის, რომ იწერება ახალი – კომენტარი თქვენთვის მოგვინდია…