კახა კალაძე ავარიულ კორპუსებში მცხოვრებლებს მიმართავს და აქტიურობისკენ მოუწოდებს

"ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის" ფარგლებში სამგორის რაინოში, კერძოდ კალოუბნის #18-ში მდებარე ავარიული სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს.

კახა კალაძე ავარიულ კორპუსებში მცხოვრებლებს მიმართავს და აქტიურობისკენ მოუწოდებს

კორპუსის მაცხოვრებელი 30 ოჯახი დედაქალაქის მერიის მიერ ქირითაა უზრუნველყოფილი. პროექტის მიხედვით, მათ საცხოვრებლები გარემონტებულ მდგომარეობაში 30 თვეში გადაეცემათ.

ძველი კორპუსის დემონაჟის პროცესი კახა კალაძემ მოინახულა და თბილისელებს, მათ ვინც ავარიულ კორპუსში ცხოვრობს, აქტიურობისკენ მოუწოდა.

“მინდა, მივმართო თბილისის მოსახლეობას, იმ ოჯახებს, ვინც ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს-იაქტიურეთ, მიმართეთ თქვენივე რაიონის გამგეობას. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ხშირია ზედმეტი ფართების მოთხოვნის შემთხვევები, რის გამოც, იბლოკება ბევრი პროექტი. სამწუხაროდ , მერიას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თუ ადამიანი, პირობითად, ცხოვრობს 50 კვადრატულ მეტრში, მივცეთ 70 ან მეტი. რა ფართიცაა თქვენი თქვენი ბინა, ჩვენ უზრუნველყოფთ რომ იგივე ფართი გადმოგცეთ, იმ განსხვავებით, რომ ის იქნება ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში და გარემონტებული.”- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მისამართზე, 3 სართულიანი ავარიული საცხოვრებლის ნაცვლად, მრავალსართულიანი შენობა აშენდება.