ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში თბილისში კიდევ ერთი ავარიული კორპუსი ახლით ჩანაცვლდება
ვარკეთილის დასახლებაში, მესამე მასივის მე-4 კვარტლის მე-6 კორპუსი, რომელიც ავარიულია ახალი მრავალსართულიანი კორპუსით ჩანაცვლდება. ინფორმაციას დედაქალაქის მერი ავრცელებს, მისი განმარტებით ახალ საცხოვრებელში, 36-ვე ოჯახს ბინა გარემონტებულ მდგომარეობაში ჩაბარდებათ.
„ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ვარკეთილის დასახლებაში, მესამე მასივის მე-4 კვარტლის მე-6 კორპუსი ჩანაცვლდება. მორიგ სამშენებლო ტენდერში გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, რომელიც აღნიშნულ მისამართზე ოთხსართულიანი ავარიული შენობის
დემონტაჟს და მის ნაცვლად, 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ასევე კახა კალაძის განმარტებით, თბილისელთა საცხოვრებლის პრობლემის მოგვარების მიზნით, ფართების დაკანონების, უსახლკარო თბილისელების საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა დაკმაყოფილების პროგრამებს ახორციელებს.
„საცხოვრებელი ფართები, რომელთაც წლების განმავლობაში ფაქტობრივად ფლობდნენ ოჯახები, მაგრამ ვერ ირეგისტრირებდნენ, ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა და დაუკანონდა 2 879 ოჯახს.