ავარიული საცხოვრებელი სახლის ნაცვლად, 10-სართულიანი კორპუსი-თბილისში კიდევ ერთი ძველი შენობა ახლით ჩანაცვლდება

ვარკეთილის დასახლებაში, კალოუბნის ქუჩის N18-ში 3-სართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლის ნაცვლად, 10-სართულიანი, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. ინფორმაცია კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის დღევანდელ სხდომაზე გაავრცელა.

ავარიული საცხოვრებელი სახლის ნაცვლად, 10-სართულიანი კორპუსი-თბილისში კიდევ ერთი ძველი შენობა ახლით ჩანაცვლდება

მისი თქმით, სახელმწიფო შესყიდვის შედეგად, გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიად შპს „ბიქეი კონსთრაქშენი“ გამოცხადდა.

„ამჟამად, ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი დასრულებულია. მომდევნო ეტაპზე, პერიმეტრის დახიმინჯება და ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის საძირკვლის მოწყობის სამუშაოებია დაგეგმილი. ოჯახებს, რომლებიც ქირით ჰყავს მუნიციპალიტეტს გაყვანილი, დავაბრუნებთ გარემონტებულ, თანამედროვე საცხოვრებელ სახლებში. ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში გარემონტებული ბინა 29 ოჯახს გადაეცემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.