ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყო-35 ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართი გადაეცა

35 ოჯახს, რომელიც ვარკეთილის დასახლებაში ავარიულ კორპუსში ცხოვრობდნენ, ახალ საცხოვრებელ ფართებთან ერთად სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო თანხაც გადაეცემა.

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყო-35 ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართი გადაეცა
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყო-35 ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართი გადაეცა
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყო-35 ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართი გადაეცა

“თბილისში, სამწუხაროდ, 10 000-მდე ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობა აქვს მინიჭებული. დედაქალაქის მერიამ წარმოადგინა პროგრამა, რომლის საშუალებითაც ეტაპობრივად შევძლებთ ამ კორპუსების ჩანაცვლებას ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი სახლებით.”-განაცხადა დედაქალაქის მერმა, საცხოვრებელი სახლების გადაცემის ცერემონიალზე.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში, თითქმის ყველა უბანშია ავარიული კორპუსები სადაც ამ დრომდე ცხოვრობს უამრავი ოჯახი. ცოტა ხნის წინ კახა კალაძემ ასეთ სახლებში მცხოვრებ ოჯახებს აქტიურობისკენ მოუწოდა, რათა ჩანაცვლების პროგრამა, რომელსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს, ყველა ავარიულ სახლს შეეხოს.