რა ბედი ელის ბათუმში მრავალსართულიან კორპუსებში არსებულ ამორტიზებულ ლიფტებს, რომელთა უმეტესობა სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს

₾8.8 მილიონი ბათუმში ამორტიზებული ლიფტების შესაცვლელად - პროექტის განსახორციელებლად, ბათუმის მერიის დაქვემდებარებაში არსებულმა საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ კომპანიებისთვის ტენდერი გამოაცხადა.

რა ბედი ელის ბათუმში მრავალსართულიან კორპუსებში არსებულ ამორტიზებულ ლიფტებს, რომელთა უმეტესობა სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს

kalaki.ge-ს ინფორმაციით შავი ზღვისპირა ქალაქში 98 ლიფტი შეიცვლება, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია.

ჩვენი მკითხველი ნათია დუმბაძე გვიყვება, რომ 9 სართულიან კორპუსში, რომელშიც წლებია ცხოვრობს ბოლო რამდენიმე წელია ლიფტი ავარიულია.

“ძალიან რთულია მაღალსართულიან კორპუსში ისეთ მდგომარეობაში ცხოვრება, როგორც ჩვენ გვიწევს. წლებია ლიფტი ავარიულ მდგომარეობაშია, ჩვენი ძალებით ძალიან ბევრჯერ შევაკეთეთ მაგრამ მალევე ფუჭდება, ამიტომ სპეციალისტები და დიდი თანხებია საჭირო.” – მ მბობს ნათია.

ჩვენი ინფორმაციით, ერთი ლიფტის შესაკეთებლად 89, 800 ლარი გამოიყოფა. პროექტის დაწყების და დასრულების ვადები ცნობილი არ არის.