ლიფტი გლდანში, რომელიც საშინელებათა ფილმის კადრს მოგაგონებთ-ნახეთ ავარიული კორპუსის ავარიული ლიფტი
ავარიული ლიფტის ფოტოები, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ირკვევა, რომ აღნიშნული ლიფტი ავარიულ კორპუსში მდებარეობს და საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე ფოტოებზე ჩანს.
ფოტოებს, რომლზეც ავარიული ლიფტია აღბეჭდილი თან ერთვის ავტორის ისტორიაც რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
” გლდანის მეორე მიკრო კორპუსი 32 სადარბაზო მე-3.
შედიხარ და ნახულობ, რომ მეორე ლიფტი არ მუშაობს, კარები ჩამოკიდებულია ჰაერში, შემდეგ ლიფტში შედიხარ, ადიხარ მეთოთხმეტე სართულზე გვერდით იხედები და ხედავ განცხადებაა გაკრული, რომ შენობის ავარიული მდგომარეობის გამო მეზობლები სათათბიროდ უნდა შეიკრიბონ. რას იფიქრებთ ამ დროს?” წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
kalaki.ge-მ ინფორმიაცია გადაამოწმა და გაირკვა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა და ლიფტი სიცოცხლისთვის საშიშია რადგან ავარიულ მდგომარეობაშია და სასწარაფო რეაბილიტირებას საჭიროებს.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ინფორმაციით ლიფტის ავარიულობაზე შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია გლდანის რაიონის გამგეობაში.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მთავრობას, უწყება აღნიშნულს წერილობით ეხმაურება: “აღნიშნული ლიფტი გამგეობის მიერ დაფინანსებულია და უმოკლეს დროში დაიწყება სამუშაოები. რაც შეეხება კორპუსის ავარიულობას, ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც სურს ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობის მიღება, შეუძლია მიმართოს თბილისის განვითარების ფონდს, წარმოადგინოს მოსახლეობის თანხმობები და ავარიულიბის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის შემდგომაც მოხდება განცხადების განხილვა და გონივრულ ვადაში გეცნობებათ პასუხის შესახებ.” აღნიშნულია უწყების მიერ წერილობით პასუხში.
აქვე უნდა ითქვას, რომ გლდანის რაიონში ეს ერთადერთი კორპუსი არაა, სადაც მსგავსი პრობლემაა. საგულისხმოა, რომ თითქმის ყველა ძველი შენობა და შესაბამისად ძველი ლიფტი ავარიულია და რეაბილიტირებას საჭიროებს.