კიდევ ერთი ავარიული კორპუსი ვარკეთილის დასახლების მესამე მასივში ჩანაცვლდება

ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა ამ დროისთვის მთავარ გამოწვევად იქცა დედაქალაქისთვის, რადგან თბილისში ძველმა მშენებლობებმა დიდი ხანია ექპლუატაციის ვადა ამოწურეს, ამიტომ ყველა მათგანი საყურადგებოა, უმეტესობა კი ავარიული. ამჯერად ვარკეთილის დასახლების მესამე მასივში, ძველი ავარიული კორპუსი, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებლით ჩანაცვლდება.

კიდევ ერთი ავარიული კორპუსი ვარკეთილის დასახლების მესამე მასივში ჩანაცვლდება

„კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება სამგორის რაიონში, კერძოდ, ვარკეთილის დასახლების მესამე მასივში, მე-10 კვარტალში. ესაა მეცხრე კორპუსი. ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო, მათ შორის სარემონტო
სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გამოცხადდა შესყიდვის ელექტრონული პროცედურა. დაინტერესებულ სამშენებლო თუ დეველოპერულ კომპანიებს შეუძლიათ, მიიღონ ტენდერში მონაწილეობა. აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები 44 ოჯახი დროებით ქირით გვყავს გაყვანილი. სამუშაოების დასრულების შემდეგ,
ისინი სრულიად გარემონტებულ, მოწესრიგებულ საცხოვრებელ ფართებში დაბრუნდებიან“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.